რეზონანსი
28.07.2019

  საბერძნეთში რუსმა პატიმარმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკონსულო ციხის ადმინისტრაციასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიასაშუალებებში გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე პატიმარი პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. რაც შეეხება მათი დაპირისპირების მიზეზს, ეს ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×