რეზონანსი
28.07.2019

  საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ ივანიშვილი "ქართული ოცნების" სახით ქვეყანაში ამყარებს რუსული პუტინის სტილის მმართველობის რეჟიმს.მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ უბრალო მოქალაქე, ყველა თავისუფლად მოაზროვნე და ოპონენტი ივანიშვილისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"სახეზეა, რომ ეს მმართველობის სტილი არ არის მექანიკურად გადმოკოპირებული, წარმოადგენს რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გაგრძელებას, რომლის მთავარი ნიშანსვეტი არის ოპოზიციური აზრის მოშთობა ან საერთოდ გაჩერება. ქვეყანაში, ტიპიური ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები არის და ნებისმიერი ოპონენტი წარმოადგენს რეჟიმისთვის საფრთხეს,"-ამბობს ბათუ ქუთელია.

წყარო: ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×