რეზონანსი
28.07.2019

  ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 15 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.

სტიქია გუანჯოუს პროვინციაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანგრეულია 20 საცხოვრებელი სახლი.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი სახლებიდან 40 ადამიანის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ადგილობრივი მთავრობის განკარგულებით სკოლაში მოწყობილია დროებითი თავშესაფარი და საველე ჰოსპიტალი. ჩინეთის მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად უკვე გამოყო 4,4 მილიონი დოლარი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×