რეზონანსი
28.07.2019

  ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქზე წერს:

"ბევრი წლის წინ ერთი ფრანგი ბიზნესმენი გავიცანი. საქართველოში არც ნამყოფი იყო და არც აპირებდა ჩამოსვლას, არც ბიზნეს ინტერესები ქონდა აქ. ოღონდ გაოცებული დავრჩი რა დეტალურად იცოდა აქაური ყველაფერი. ბიზნესელიტიდან დაწყებული პერსონალურად, საგადასახადო რეჟიმით, ხელისუფლების ზეწოლის მეთოდებით დამთავრებული. ისეთი რაღაცეები მომიყვა, მეც კი არ ვიცოდი. პერსონებზეც და ზოგადად სიტუაციებზეც. მსოფლიო ბიზნეს თანამეგობრობა არც ისეთი დიდია და შორეული, როგორც ვიღაცას წარმოუდგენია, საკმაოდ ინფორმირებულიც არის ყველა ნიუანსზე, რადგან მათი ბიზნესის ნაწილია მუდმივად ეძებონ ახალი შესაძლებლობები, ახალი ბაზრები, ახალი გეოგრაფიები და ქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა პოტენციური შესაძლებლობის შესახებ.

რისი თქმა მინდა: მსოფლიოში არავინ დაიჯერებს, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებელია და საკუთარ ბანკს ფული მოპარა, სამაგიეროდ ზუსტად ეცოდინებათ, რომ საქართველოსკენ გამოხედვაც არ შეიძლება, არათუ ინვესტირება, რადგან არის ერთი არანორმალური კაცი, რომელსაც ჯიბეში უდევს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, მთავრობა და თვალი თუ დაგადგა არ გაგახარებს. ვისაც გჯერათ, რომ ქართული ეკონომიკა და ლარი სიკვდილის პირას შოთა დიღმელაშვილმა მიიყვანა, ბიძინას ბიტკოინების მადლი გფარავდეთ."

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×