რეზონანსი
28.07.2019

  ფშაველი-ომალოს გზაზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. ამ დროისთვის კვლავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, ნაპოვნია მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×