რეზონანსი
28.07.2019

  ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებით ბიძინა ივანიშვილი ორ მიზანს ისახავს - ერთი, დაფაროს, რომ "რუსთავი2" ნამდვილად არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს და მეორე, ის ცდილობს მოასუფთავოს პოლიტიკური ველი. ცხადებს ბაჩუკი ქარდავა და

"ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, არის ორი ძრითადი მომენტი. ერთი ცალსახად ჩანს და იკვეთება - მისი ციხეში გამწესებით სასამართლომ მთელ საზოგადოებას უთხრა, რომ რუსთავი 2 მართლა არ ეკუთვნის ხალვაშს. რადგან ბიძინა ივანიშვილი გაღიზიანდა ოქრუაშვილის ბოლო აქტივობებით და ეს აქტივობები მას არ აწყობს, რადგან კარგად იცის, რომ ხალვაშს არ ეკუვნის "რუსთავი 2". ხოლო მეორე ეს არის სურვილი, მოასუფთავოს პოლიტიკური ველი. მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს არის წარმოუდგენელი. დღეს პოლიტიკური ოპოზიცია არის კონსოლიდირებული, სამოქალაქო სექტორი, უკვე მუდმივად ჩაერთო ამაში. რეპრესირებული რუსთავი 2, რეპრესირებული პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, რომელთაც გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაცია. ეს ვითარება შეუძლებელია შენარჩუნდეს," - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

წყარო: ნიუპოსტი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×