რეზონანსი
28.07.2019

 

შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. მდინარე სტორის სწრაფი დინების და რთული რელიეფის გამო, ამ დრომდე ორ მგზავრს ვერ პოულობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ, თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. მგზავრების ნაწილმა, ხევში გადავარდნამდე, კამაზის ტიპის სატვირთო მანქანიდან გადახტომა მოასწრო, რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები

წყარო:ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×