თუშეთის გზაზე გარდაცვლილები თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. გარდაცვლილებს შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია, ასევე სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
"12 ადამიანით და პროდუქტით დატვირთულ მანქანას, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 30 წლამდე მამაკაცი მართავდა, მას მოსახლეობა გაუფრთხილებია, რომ მსგავსი ტიპის მანქანით პირველად მიდიდოდა ამ გზაზე და ღია კაბინაზე დაჯდომა საფრთხის შემცველი იყო. თუმცა როგორც სოფელში მეუბნებიან გზადაგზა ხალხი ემატებოდა" - უთხრეს"ამბებს" სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლებმა.
ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილების სამძებრო სამუშაოები განახლდა. პროცესში შესაძლოა დამატებითი ტექნიკის ჩართვა გახდეს საჭირო. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ფორმაციით, გუშინ ღამით, ოთხი გარდაცლილი პროზექტურაში გადაასვენეს, ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთი გარდაცლილი კი რომელიც სატვირთოს ქვეშ არის მოყოლოლი,მისი გამოყვანა სპეციალური ტექნიკის საუალებით მოხდება. შესაძლოა სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩართვა გახდეს საჭირო.