რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) თუშეთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მაშველები სამუშაოებს დილიდან გააგრძელებენ. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება. მისი ინფორმაციით, ხევში გადავარდნილი სატვირთოს ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი გარდაცვლილის ცხედრის ამოტანა ამ დროისთვის ვერ მოხერხდა და მაშველები სამუშაოებს დილის ექვსი საათიდან განაახლებენ.

თუშეთის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სავარაუდოდ ხუთი ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი არასრულწლოვანია.

სატვირთო მანქანაზე, რომელიც ხრამში გადავარდა, სავარაუდოდ 13 ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის დროს ხუთმა მათგანმა გადმოხტომა მოახერხა.

სამი ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს და თელავის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×