რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახლო ნათესავებს შორის კონფლიქტი მოხდა.

„პრაიმტაიმის" ცნობით, გასროლა სანადირო თოფიდან მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი ფეხში დაიჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სხეულის დაზიანების ხარისხს დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×