რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) ინფორმაციას სერესის ციხეში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების შესახებ Protothema.gr ავრცელებს.

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ინციდენტი სერესში, ნიგრიტას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა.

როგორც ციხის ხელმძღვანელობა იუწყება, ისინი ერთ საკანში ისხდნენ.

საქართველოს 35 წლის მოქალაქე ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს.

მათი თქმით, მამაკაცს, ძლიერად დარტყმის გამო, თავისა და კისრის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.

ორივე პატიმარი ციხეში სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

Alia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×