რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) გენერალური პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

დაცვის მხარე კი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

"ბრალდება პატიმრობას ითხოვს, რაც დასაბუთებული არ არის. ჩვენი მხრიდან პოზიცია იქნება, რომ არანაირი საფუძველი ფაქტობრივიც და ფორმალურიც არ არსებობს აღკვეთი ღინისძიების გამისაყენებლად. თუ მაინც გადაწყვეტს სასამართლო, რომ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენოს, შევთავაზებთ გირაოს, ან პირად თავდებობას. საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გამოიყენოს, არ არსებობს. არათუ პატიმრობის, საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების", - განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×