(რეზონანსი) მოსკოვში, მერიასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 320-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაა მოხდა. აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განაცხადებით, აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის და ხელისუფლება კანონის შესაბამისად წესრიგს დაიცავს.
პროკურატურამ კი თავის მხრის განაცხადა, რომ შეუთანხმებელ აქციაში მონაწილეობა კანონდარღვევაა და აქტივისტების მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებენ.
ხელისუფლებამ წინასწარ დააკავა დეპუტატობის კანდიდატები - დიმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გალიამინა.
აქციის დაწყების შემდეგ მასობრივი დაკავება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.