(რეზონანსი) თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, თელავის რეფერალურმა საავადმყოფომ მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„დაგვიკავშირდნენ, რომ მზად ვიყოთ, დაშავებულების, ან გარდაცვლილების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით" - აცხადებს საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, თუშეთში, სიმაღლიდან სატვირთო მანქანა გადავარდა, სადაც 12 ადამიანი იმყოფებოდა. 5-მა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში გადაცვივდნენ.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.