რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) თუშეთის 23-ე კილომეტრზე, სადაც დღეს დიდი სიმაღლიდან „კამაზის" მარკის მანქანა გადავარდა, თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიფრინავენ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა და 5-მა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.

დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×