რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) თუშეთში, სადაც „კამაზი" ხევში გადავარდა, ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს დაშავებულების ამოყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

თუშეთში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც, მომხდართან დაკავშირებით, დეტალების გარკვევა რთულია.

„სატელეფონო კავშირი არ არის, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ეკიპაჟები სამშველო ოპერაციას ატარებენ. შესაბამისად, დეტალები ჯერ არ ვიცით. პირველადი მონაცემებით, 5 ადამიანი არის, ვინც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. დანარჩენი ინფორმაცია - უფრო მეტი ადამიანი იყო თუ არა, ვიდრე მაშველები სამაშველო ოპერაციას არ ჩაატარებენ და არ ნახავენ, მანამდე ყველაფერი ვარაუდია", - განაცხადა ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×