რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე. "ქრონიკის" ინფორმციით, 23-ე კილომეტრზე კამაზის ტიპის მანქანა დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვნიდან არიან, რომლებიც თუშეთის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე უკვე მიემგზავრება სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სხვა დეტალები უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×