რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენობაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ფარულად დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს. პოლიციამ გ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მის მიერ შვიდი მოქალაქისგან მოპარული სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები. მათ შორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უკვე გაყიდული „Iphone XR"-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს ქურდობის ფაქტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×