(რეზონანსი) ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებმა ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა.
მისივე თქმით, ოპოზიციის კონფლიქტისკენ წაქეზებას გამართლება არ აქვს, მაგრამ ქვეყნის მართვაზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობას მოეთხოვება.
"აქ არ არის მხოლოდ ლაპარაკი, რომ რუსეთიდან დავკარგეთ ტურისტული ნაკადი. აგრეთვე ამან კიდევ უფრო დააფრთხო საერთაშორისო ინვესტორები, ვინც აპირებდა ან აპირებს საქართველოში ინვესტირება განახორციელოს", - აღნიშნა ქობულიამ გადაცემა პირველებში.
მისივე თქმით, 20 ივნისს ხალხი ქუჩაში მმართველობის სისტემის მიმართ უკმაყოფილების გამო გამოვიდა:
"სერგეი გავრილოვის შედეგი, თავისთავად, აღმაშფოთებელი საზოგადოებისთვის. მაგრამ ეს იყო საბაბი. მგონია, რომ ეს შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა სხვა რომელიც გამოიწვევდა იგივე იგივე უკმაყოფილებას".