რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადება მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან გააკეთა.

მისი თქმით, თუ მორის მაჩალიკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ, იძულებული გახდება მოსახლეობას მიმართოს და აქციები დაიწყოს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას პარლამენტთან კარვის გაშლას უკავშირებს და აცხადებს, რომ მორის მაჩალიკაშვილს 20 ივნისის აქციის დროს არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

მორის მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებმა 26 ივლისს დააკავეს. მას ბრალად სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×