რეზონანსი
27.07.2019

 დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

„გამომძიებელი უკვე მივიდა იზოლატორში და ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, გუშინ გასაჯაროვდა მისი პოზიცია და გამოვიტანე წერილი. რაც შეეხება მუხლს, ეს არის სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ორგანიზება. ის ამ ბრალდებას არ აღიარებს“- განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, თუმცა ადვოკატის განცხადებით ბრალდების ფორმულირება ამ დროისთვის ჯერ უცნობია. ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით, 25 ივლისს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×