რეზონანსი
27.07.2019

 უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ შუალედურ ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა. უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიაწოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის გარდა, დარღვევა აღმოჩნდა კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშში – „პარტია შარიას“, „სამოქალაქო პოზიციისა“ და „სოციალური სამართლიანობის“. გავრცელებული ცნობით, დარღვევები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. სააკაშვილის მოძრაობამ 0.4% მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×