რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) პირველივე დღეს, როცა ხალვაშის საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანიაში გენერალური დირექტორის რანგში პაატა სალია მივიდა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ის დროებითი ხელმძღვანელია და მას ხელისუფლებასთან აფილირებული ჟურნალისტი შეცვლის. თუმცა მისი ვინაობა აღარ დააკონკრეტა.

ამ თემაზე კულუარებში ბევრს საუბრობენ, თუმცა შესაძლო კანდიდატის ვინაობა მხოლოდ გიგა მაქარაშვილმა დააკონკრეტა.

„რუსთავი2-ის საინფორმაციოს არც მეტი და არც ნაკლები კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებსოო.

ღმერთო, მადლობა ამ განსაცდელისთვის!", - წერს მაქარაშვილი Facebook-ზე.

„ვფიქრობ წავიდე თუ არა. თუ მანამდე სამჯერ აკურთხებენ რუსთავი 2"-ს შეიძლება რამე მართლაც მოვიფიქრო", - ამბობს ყანდიაშვილი PrimeTime- თან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×