(რეზონანსი) აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა გასცა განკარგულება, რომ ფედერალური მმართველობის კომპეტენციაში არსებული სიკვდილით დასჯის განაჩენები შესრულებაში მოვიდეს.
ფედერალური მმართველობის დონეზე 2003 წლამდე, აშშ-ის ხელისუფლებამ სიკვდილით 1963 ადამიანი დასაჯა. მას შემდეგ, დაახლოებით 16 წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯა აღსრულებაში აღარ მოუყვანიათ.
ფედერალური დამნაშავეების სიაში, რომლებსაც სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი, 62 ადამიანია.
პირველი ხუთის ვერდიქტი ამ წლის დეკემბერში უნდა აღასრულონ.
- 9 დეკემბერს არის ჩანიშნული დენიელ ლიუს ლის სიკვდილით დასჯა - რასისტი, რომელმაც 1996 წელს მოკლა 3 ადამიანისგან შემდგარი ოჯახი, რომელთაგან ერთ-ერთი 8 წლის გოგო იყო.
- ლეზმონ მიტჩელი, რომლის სიკვდილით დასჯა 11 დეკემბერს დაინიშნა - მოკლა 63 წლის ქალი და მის 9 წლის შვილიშვილს აიძულა ცხედართან ერთად მანქანით 50 კილომეტრის გავლა, რის შემდეგაც ბავშვს ორჯერ გამოჭრა ყელი.
- უესლი აირა პერკს სიკვდილით დასჯა 16 წლის გოგოს მკვლელობის და გაუპატიურებისთვის მიუსაჯეს და ასევე 80 წლის ქალის მკვლელობისთვის, რომელიც მან ჩაქუჩის დარტყმით განახორციელა.
- ალფრედ ბურჟუა საკუთარი 2 წლის შვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. მას სიკვდილით 2020 წლის 13 იანვარს დასჯიან.
- დასტინ ლი ჰონკენი - მოკლა 5 ადამიანი. მათგანი 2 აპირებდა ჰონკენის წინააღმდეგ სხვა საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.