რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) აშშ-ში FBI-ის აგენტებმა აღმოაჩინეს კაცის გვამი, რომელსაც ქალის თავი ჰქონდა მიკერებული, - ამის შესახებ „mirror-ი" წერს.

გამოცემის ცნობით, კაცის გვამი არიზონაში ბიოლოგიური რესურსების ცენტრის კედელზე ეკიდა. ასევე ბაზაზე იპოვეს კონტეინერები, სადაც ადამიანების თავები, სასქესო ორგანოები და ფეხები იყო მოთავსებული. ბიოლოგიური რესურსების ცენტრი ადამიანის სხეულის ნაწილებს სამეცნიერო კვლევებისთვის აგროვებდა და ინტერნეტის მეშვეობით ყიდდა.

გამოცემის ცნობით, FBI-მ ამ ცენტრში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც მისი მფლობელი ადამიანის სხეულის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის გამო 1 წლით დააპატიმრეს და $121 000 გადახდა დააკისრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×