რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები და 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებია.

„ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს სტაბილური სიტუაცია, რადგან ეს არის პირდაპირ სარკისებური ეფექტი იმაზე, როგორი იქნება ნაციონალური ვალუტა, ინვესტიციების შემოსვლის ტემპი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ცალსახად, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც არ უნდა სტაბილური ლარი, არ უნდა ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ზუსტადაც რომ 20 ივნისის შემდეგ მათი უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ქმედებების შედეგია, რაც ხდება ლართან მიმართებაში.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს არის მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ეს არის გარე ფაქტორები, შიდა ფაქტორები, მაგრამ პირველი, ერთ -ერთი დამრტყმელი ნეგატიური ძალა რაც არის, ეს არის არასტაბილური სიტუაცია ქვეყანაში. ის, რაც ხდება 20 ივნისის შემდეგ, პირდაპირ სარკისებური გავლენა აქვს ნაციონალურ ვალუტაზე."-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×