რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) იმ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა ძალიან ცუდი და მანკიერი მხარეები, რომ საქართველოში საპარს ქაფს „ჟილეტს" ვერავინ შემოიტანდა ქიბარ ხალვაშის გარეშე, ის იყო ფაქტობრივად მონოპოლისტი, რომელიც სამწუხაროდ, იმ ხელისუფლებისდროინდელმა ძალიან ბევრმა ცუდმა პრაქტიკამ შექმნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშმა საკუთარი სიკეთისა და მონოპოლიურ მდგომარეობაზე ბაზარზე მიღწევის მიზნით, ჩაიდინა თუნდაც ის, რასაც ჰქვია „რუსთავი 2"-ის წილების გადაფორმების საქმე.

„ქიბარ ხალვაში ამ პროცესში არის მთავარი გმირი და ეს უნდა ითქვას, რომ ქიბარ ხალვაში საკუთარი ანგარებით და მიზნებით მოქმედებდა და არ არის ჭანჭიკი", - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტში „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებთან ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან შეხვედრაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×