რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) ყველაზე ხშირად რუსი ტურისტი ბავშვები ბულგარეთში ხვდებიან ცუდად, საქართველო კი ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, - ამის შესახებ კვლევა რუსულმა სადაზღვევო კომპანიამ ჩაატარა.

კომპანიამ გაანალიზა 2017-2018 წლებში დაზღვევის მქონე ბავშვების მშობლების მიმართვიანობა სამედიცინო დახმარებისთვის.

ანტირეიტინგის პირველ ადგილზე ბულგარეთი აღმოჩნდა, სადაც ტურისტად მყოფი ბავშვები 8-დან 17 წლამდე ყველაზე ხშირად ხდებიან ავად. მეორე ადგილზე თურქეთია, სამეულს კი ესპანეთი ასრულებს. ანტირეიტინგში შემდეგ მოდის კვიპროსი და ტაილანდი.

მიღებული მონაცემების გაანალიზებით, სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და ინდონეზიაში ტურისტად ჩასული ბავშვები ყველაზე იშვიათად ხდებიან ავად. სიაში ასევე არიან ისრაელი, ავსტრია და საფრანგეთი

imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×