რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"განსაკუთრებით, ჟურნალისტების საყურადღებოდ! 20-21 ივნისს პარლამენტთან სპეცრაზმი არ ყოფილა, იქ იყვნენ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები და პოლიციელები. სპეცრაზმი პარლამენტთან და პარლამენტში სპეცოპერაციაში ჩაერთვებოდა რევანშისტების პარლამენტის შენობაში შეჭრის შემთხვევაში. და ამას მოჰყვებოდა წარმოუდგენელი მსხვერპლი!

ახლა რასაც ვხედავთ, ეს დაპატიმრებები არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგი. სახელმწიფო გადატრიალების შედეგი კი იქნებოდა კატასტროფული! აი, რას გადავურჩით! ნაცსექტანტებო, თქვენც მოგმართავთ: ილოცეთ გახარიასთვის! - რომ არა გიორგი გახარიას გონივრული მოქმედებები, 21 ივნისს ან თქვენ გაგლეწავდნენ ქერივით, ანდა 21 ივნისის შემდეგ თქვენ დააყენებდით სისხლის გუბეებს საქართველოში! გამოცდილება კი გაქვთ, თქვე მანიაკებო!", - წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×