რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) „ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს - მე პირადად ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი კი თავმჯდომარის მოადგილეობას"- განცხადება ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

ხაზარაძის თქმით, მომავალ კვირაში ის და ჯაფარიძე პრესკონფერენციას ჩაატარებენ, სადაც ყველა დეტალზე დაწვრილებით ისაუბრებენ.

ანაკლიის მმართველი საბჭოდან ჩამოშორების მიზეზად კი ხაზარაძე იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, მათ არ სურთ, ამ აბსურდული გამოძიების გამო, უმნიშვნელოვანეს პროექტს საფრთხე დაემუქროს

„შეცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს- ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგდილეობას, იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ თქვენს გამო გაჩერდა" - განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია ელაპარაკო ბანკებს მილიონობით თანხების მოსაზიდად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×