რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) „20 ივნისს მე იქ ვიყავი, გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ უნდა გადადგეს"- ეს განცხადება „რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა, პარლამენტში, დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა.

დვალის ამ სიტყვებს დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

„რუსთავის2"-ის დამფუძნებლებს „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა მიმართა და 20-21 ივნისის მოვლენებზე, ასევე „თიბისი ბანკის" საქმეზე მათი პოზიციით დაინტერესდა.

რატიანის საპასუხოდ დვალმა მისი ფეისბუქ პოსტი აჩვენა დეპუტატებს, რომელიც მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხებს ეხება - წინადადება მაქვს, რომ დამეგობრება გამოგიგზავნოთ ფეისბუქზე - მიმართა რატიანს დვალმა.

გახარიასთან დაკავშირებით ეს სურათი მაქვს გამოდებული და ნათქვამი მაქვს, რომ ესაა ჩემი კომენტარი - აქ წერია- გახარია წადი - განაცხადა დვალმა.

რაც შეეხება „თიბისი"-სა და მამუკა ხაზარაძის საქმეს, დვალი და აქიმიძე აფიქსირებენ, რომ კერძო საკუთრების ხელყოფის წინააღმდეგები არინ და პროტესტს გამოთქვამენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×