(რეზონანსი) „ყველაზე მეტად მაშინებს ის აგრესია და სისაძაგლე, რასაც დღეს ქართველი ხალხი კადრულობს", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აკეთებს.
„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მესმის განცხადებები, რუს ოკუპანტებს ჩვენს ტერიტორიებს არ დავუთმობთო, მე რას ვამბობ, აბა, განსაკუთრებულს? ჩემი შვილების თაობის აქციაზე ორი რამის გამო მივედი - არა რუსულ ოკუპაციას და არა ერთმანეთის დაუნდობლობას!
ყველაზე მეტად მაშინებს ის აგრესია და სისაძაგლე, რასაც დღეს ქართველი ხალხი კადრულობს, ოდნავ განსხვავებული აზრის გამო მე პატრიარქის მოღალატე მიწოდეს! იმედი მაქვს, დადგება დრო და დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ ისეთი არ ვარ, რაც მეძახეს!", - ამბობს მომღერალი „კვირისპალიტრასთან".