(რეზონანსი) ჩვენ გვაქვს წითელი ხაზი, რომლის იქითაც ჩვენ ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ - ამის შესახებ განცახდებას ტელეკომპანია „რუსთავი"- ის დამფუძნებლები ზურაბ დვალი და ჯარჯი აქიმიძე ავრცელებენ.
"ჩემთვის ძალიან ძნელი ვთქვა შეხვედრაზე რა მოხდება ქიბართან. მაგრამ, ხაზს ვუსვამ რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზი, რომლის იქითაც ჩვენ ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და გარანტია, რომ "რუსთავი 2" შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას. ეს არ იქნება არც ფინანსური კომპენსაცია ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი რომ გავაგრძელოთ "რუსთავი 2" ის სვლა სხვა მიმართულებით, ან ჩვენ ჩავთვლით რომ კიდევ ერთხელ წაგვართვეს "რუსთავი 2″," - ამბობს დავით დვალი.
ტელეკომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე კი აცხადებს, რომ ის და დვალი იურიდიულად ბრძოლას გააგრძელებენ.
"იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ თეორიულად მაინც გვაქვს დარაჩენილი იურიდიულად ბრძოლის გარკვეული გზები, ჩვენ აუცილებლად გოვიყენებთ ყველაფერს. ჩვენ გვინდა მხოლოდ სამართლებრივად დავიბრუნოთ ეს ყველაფერი. რა მოლაპარაკებაც არ უნდა შედგეს, რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, როგორც არ უნდა შევიდეთ ჩვენ ტელევიზიაში, ჩვენ მოვითხოვთ სამართლინობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული და მეორე, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიყოთ შინაგანად მაინც ვალში ვიღაცა ადამიანის მიმართ რომელიც შეიძლება ძალიან კეთილი იყოს მაგრამ არ ჰქონდეს ცდუნება რაღაც პრეტენზიები გაუჩნდეს ჩვენს მიმართ" - ამბობს ჯარჯი აქიმიძე.