რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, ამ აქტივობის შედეგია, რომ ის დაკავებულია, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა დავით ირაკლი ოქრუაშვილის ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, პირდაპირ რომ დავარქვათ აბსოლუტური სისულელეები, „რუსთავი 2"-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ. ამ აქტივობის შედეგია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია", - განაცხადა დავით დვალმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×