რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ მის დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილინ-მილიონი ლარი მოითხოვა. პროცესი საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 16:00 საათზე იმსჯელებს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×