რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) ყველაფერს აქვს დასასრული და ქუთაისში გადათხრილი გზების სამუშაოებს არა, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

გოგი წულაიამ გუგუნავას ქუჩაზე აქცია გამართა და გაჭიანურებული სამუშაოები გააპროტესტა.

„ეს არის უზნეობა, რაც გუგუნავს ქუჩაზე ხდება. მხოლოდ 15 ადამიანი მუშაობს ამხელა ქუჩაზე, რომელიც მთელ დასახლებას ემსახურება და ისინიც იშვიათად არიან აქ. 15 000 ადამიანს მოუწყვეს ჯოჯოხეთი, ვაჭრობა შეუმცირდა აქ არსებულ ბიზნესს. ეს არის დანაშაული ხალხის წინაშე. მოვუწოდებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მთელი ქვეყანა რომ გადარიეთ, მოდით და დაწყებული საქმე დაასრულეთ. ყველაფერს აქვს დასასრული და ქუთაისში გზების სამუშაოებს არა", - განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიამ ხელისუფლებას სამუშაოების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×