რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყების მაგალითად აფასებს.

პოლიტიკოსმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სულ უფრო იმატებს პოლიტპატიმართა რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გახდა ირაკლი ოქრუაშვილი".

„საღამოს ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და არ მიუღია მონაწილეობა. იცავდა კონსტიტუციურ უფლებებს, მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, რომ დაატეროროს ოპოზიცია", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×