(რეზონანსი) ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მომღერალ თიკა ჯამბურიას დაკავებას გამოეხმაურა, რაც მისმა „ფოლოვერებმა" „ქოცის" დაცვად მიიჩნიეს და ამის გამო უსაყვედურეს კიდეც.
„შვილს რატომ აყურებინეთ ეს მარაზმი. პატრულის მანქანაში რატომ ჩასვით ბავშვი! გაგიჟდით მგონი", - დაწერა ჟორჟოლიანმა.
ცოტა ხნის წინ კი გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ უსაყვედურეს მას ჯამბურიას გამოქომაგების გამო.
„ერთ პოსტზე მეჩხუბებიან, ჯამბურია ქოცია და რატო იცავო. მგონი ყველა უნდა ამოვწყდეთ და ეგაა შველა", - წერს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მომღერალი პუშკინის სკვერთან პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. მოგვიანებით, ის ხელწერილით გათავისუფლდა.
დაკავებისას მასთან ერთად 8 წლის ქალიშვილი იმყოფებოდა.