რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) ლარის გაუფასურების პარალელურად სპეციალისტები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებას ვარაუდობენ.

დოლარს კურსის ცვლილების გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ პურის ფასი გაიზრდება.

„თუ კურსის სერიოზული ცვლილება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ფასი ფქვილზე შეიცვლება. პირველ ეტაპზე ალბათ, 2 ლარით მოიმატებს. ჩვენ გვაქვს იმპორტირებული ხორბალი, შემოტანის შემდეგ ხდება რეალიზაცია ლარში და ამონაგებით უკვე გაძვირებულ დოლარს ვყიდულობთ. თუ კი ადრე, 2,75 კურსით ვყიდულობდით, დღეს ვყიდულობთ - 2.90 ზე. წისქილკომბინატები ჯერჯერობით ძველი მარაგების ხარჯზე ახერხებენ ფასის შენარჩუნებას. ფქვილპროდუქტების ფასმა გასული წლის დეკემბერში მოიმატა. მაშინ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 11 ლარით გაძვირდა და 48 ლარი გახდა", - განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×