რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) დაბა მესტიაში, სადაც მდინარე მესტიაჭალის ადიდებას ტალღური წყალმოვარდნა მოჰყვა და ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობა დააზარალდა, გაწმენდით სამუშაოებს ვერ იწყებენ.

ამ დროისთვის ადგილზე წყლის დონემ შედარებით იკლო. მდინარეში დაახლოებით 10-მდე მანქანაა ჩარჩენილი და დაზიანებულია მესტიაჭალა ჰესის წყალშემკრებ სადგურთან მდებარე საავტომობილი ხიდი.

იმის გამო, რომ წყალი ტერიტორიაზე ისევ დგას, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. გარემოს დათვალიერების შემდეგ ჯერ საფეხმავლო გზები მოეწყობა შემდეგ კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

ადგილობრივების თქმით, სტიქია ხეობაში არსებულმა ჰესმა გამოიწვია. კომოპანია "სვანეთი ჰიდროს" ტექნიკური დირექტორი ლუკა ჩაჩიბაია კი განმარტავს, რომ წყალი "სვანეთი ჰიდროს" შენობებისგან მოშორებით დაგუბდა გუშინდელი სტიქია ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×