რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) მომღერალი თიკა ჯამბურია პოლიციის სამმართველოდან გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

"პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით... მეორე რიგში მინდა მოგიყვეთ რა მოხდა ... ვნახე რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ, თუმცა ვცდილობ არ წავიკითხო, ფიზიკურად ნერვები არ მაქვს.

მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია პანორამა თბილისის მშენებლობას, აქედან გამომდინარე ჩვენ, ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვერ ვაჩერებთ, აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთვიათ ნება მანქანის გაჩერების.

დღეს მე, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პატრულის თანამშრომელი, დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ეს ხერხი პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება "ჭრის ".

მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელ,ი ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული, არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი,(მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ) მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი ატყდა ერთი ამბავი, დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები ( დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში, მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები ) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ, ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ იყო აგრესიული ... მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ბორკილები .... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქვეყნის, კანონის და ღმერთის წინაშე, რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

რაც შეეხება ნინას (ქალიშვილი) ნინამ დღეს მიიღო ზუსად ის ტრამვა, რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს. არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის. ასევე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც დედასაც და ნინასაც, თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია" - წერს თიკა ჯამბურია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×