რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) მომღერალი თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. უწყებაში ამბობენ, რომ მომღერალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მანქანაში თიკა ჯამბურიას შვილიც ზის. ტაბულას კითხვას, რატომ დააკავეს არასრულწლოვანი, შსს-ში პასუხობენ, რომ ის დედასთან ერთად იყო, ამიტომ ქუჩაში არ დატოვეს და მასთან ერთად მანქანით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებოდა ჯამბურიას დედაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკინგთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×