რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) რამდენიმე წუთის წინ პუშკინის სკვერთან დაკავებული თიკა ჯამბურია პოლიციაში გადაიყვანეს. ის დედასთან და შვილთან ერთად იმყოფება

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თვითმხილველების თქმით, მომღერლის მცირეწლოვანი შვილი ინციდენტის დროს იქ იმყოფებოდა და შეშინებული ტიროდა.

შემთხვევის ადგილიდან ბავშვი დაკავებულ მშობელთან და ბებიასთან ერთად პატრულის მანქანით წაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×