რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოთა უტიაშვილის და ეკა კვესიტაძის სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

„ზუსტად ასე მიქსევდა ხოლმე პოროშენკო სახლთან ტროლებს,როგორც ახლა უკეთებს ივანიშვილი შოთას და ეკას. ყველა ოლიგარქს ერთი ხელწერა აქვს და მერე ყველა ერთნაირად ცუდად ამთავრებს", - დაწერა სააკაშვილმა სოცქსელში.

შეგახსენებთ, რომ შოთა უტიაშვილის სახლთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ისინი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისგან ბოდიშს ითხოვენ. მათი პროტესტი უტიაშვილის პოსტს უკავშირდება, რომელშიც მან დაწერა, რომ აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×