რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტ ეკა კვესიტაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდები აქციას მართავენ.

როგორც კვესიტაძე ფეისბუქზე წერს, აქციას განიხილავს, როგორც ხელისუფლების ზეწოლას მის, როგორც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიმართ.

კვესიტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

"მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2 ის ჟურნალისტის მისამართით - საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება და განსაკუთრებით სახალხო დამცველს გთხოვ შეატყობინე საელჩოებს", - წერს კვესიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×