რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) დეკანოზი ბასილ ახვლედიანი საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ოცნებობს იმ მიზნით, რომ მეფემ ღვთისმგმობელ ადამიანებს თავები დააჭრას.

დეკანოზის ქადაგების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„დღეს გვაქვს ტელევიზია, დავუშვათ „რუსთავი 2", თუ სხვა, რომლებიც გამოდიან და ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს. ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც უბრალოდ, როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი მივიდეთ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და აღვუდგეთ წინ ამ ბოროტებას, თუნდაც სისხლის დაღვრით.

სახელმწიფო გვეუბნება, რომ ეს არის 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებებიაო. მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს როდის მოვა მეფე, მირონცხებული სათავეში და რომ დაიყენოს ყველა მოედანზე ღვთისმგმობი და მქადაგებელი ადამიანი, გააფრთხილოს ერთხელ და მეორეჯერ თავი მოაჭრას, თუნდაც იმ ძველი ხმლით, რომლებიც მუზეუმებში ინახება. საჯაროთ მოაჭრას, არ არის ეს სირცხვილი სიკვდილით დასჯა", - ამბობს ქადაგებისას დეკანოზი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×