რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 20 და 21 წლის ბიჭების მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის კვალი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეა, ცხედრების ტერიტორიიდან გადასვენების დროს დაიღვარა.

საუბარია გურამიშვილის 78 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ორი ახალგაზრდის ცხედარი ერთ-ერთის მამამ იპოვა. სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდე კი სისხლის წვეთებია.

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ორი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ამოიღეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რომელზეც სავარაუდოდ გამოძიებაც მუშაობს, ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც მეორე მამაკაცი დაიღუპა, ხოლო შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა.

მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×