რეზონანსი
25.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2" არის საკითხი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„რუსთავი 2" არის საკითხი, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვნენ სასამართლოს თუ არასასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით. ჩემი სათქმელი ამ საკითხზე იყო ჩემს განცხადებაში. რომელიც აღნიშნავდა ერთი მხრივ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოში, ჩვენს რეალობაში, რათა აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა, ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად. მეორე მხრივ, იმავე განცხადებაში ვთქვი - მე ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×