რეზონანსი
25.07.2019

 "ჯორჯიან მანგანეზის" დაფინანსებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გ. ჭანტურიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი სრულად განახლდა და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით მოეწყო. 

აღნიშნული სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ქალაქის ახალგაზრდობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი, მისივე ინიციატივით განხორციელდა. 

 "მოედნის ტერიტორია სამ სივრცედ დაიყო: ერთი არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც მწვანე ხალიჩის საფარით დაიფარა, მეორე - საკალათბურთო, სადაც მოასფალტებული საფარი დაიგო და ახალი ფარებით აღიჭურვა, ხოლო მესამე - პლაჟის ფრენბურთის მოედანი, სილის საფარით. ასევე აღსანიშნავია, რომ მოედნები აღჭურვილია ღამის ლედ განათებებით და გამოყოფილია მაყურებლის, გულშემატკივრის თუ დამსვენებლისათვის მოსასვენებელი და მოსაცდელი ადგილები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სამუშაოების შესრულების ვადები, ხარისხი და კულტურა, რისთვისაც ქარხნის სამშენებლო და ენერგეტიკული სამსახურების თანამშრომლები მადლობას იმსახურებენ", - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×