სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ დედას, ლელა ქსოვრელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
როგორც თბილისის საქალაქლო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლელა ქსოვრელი სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.
2019 წლის 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ასევე დამნაშავედ ცნო რომ ჩაიდინა სისტემატიური ცემა და ძალადობა ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117 ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე დამნაშავედ ცნო, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
წყარო: პრაიმტაიმი